2022 წლის 8 აგვისტო

2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.
აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას, მარტვილელი მებრძლოები: მაიორი გელა ჭედია, სერჟანტი პაატა კოპალიანი, კაპრალი გიზო წულაია და ლეიტენანტი ბესიკ ხულორდავა შეეწირნენ.
14 წლის შემდეგ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ გვირგვინებით შეამკეს 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და გარდაცვლილთა საფლავები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content